Monday, October 15, 2007

Sunday, October 14, 2007

სტალინ



სტალინ, შენა ხარ ბელადო
ჩვენი მზეცა და დიდებაც.
როცა შენ სახელს ვახსენებთ,
მზეც მაშინ ამობრწყინდება.



მუზეუმი კი არა, ტაძარია. ტფუი... ადრე არ დავკვირვებივარ ამ ვიტრაჟებიან ფანჯრებსა და განწყობას, შიგნით რო სუფევს... თავიდან მეგონა ლოცვებს კითხულობდა. ეკლესიის კარებთან რომ არიან ხოლმე ატუზულები და ბუტბუტებენ თავისთვის, ამ ქვეყანას რომ არ არიან...

უფლისციხე


























Monday, October 08, 2007

დიდაჭარა





არჩილ მასწავლებელი ფრიად საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. საბჭოთა დროს რომ იყვნენ "ნამდვილი" პედაგოგები – ბავშვებიც რომ უყვარდათ, საკუთარი საგანიც და მასწავლებელთა კონფერენციებშიც რომ იღებდნენ ხოლმე მონაწილეობას... 96–ში დავტოვე სკოლაო,– ასე გვითხრა. მოსწავლე შემეპასუხა და მივხვდი, რომ აღარ იყო ჩემი ადგილი იქო.

გარეთ იწვოდა ყველაფერი, ამიტომაც შიგნით ვიჯექით. ფიჭა მოგვართვა. ბოდიშობდა, მარტოხელა კაცი ვარ და ვერ გიმასპინძლდებით სათანადოდო. თაფლის სუნმა ფუტკრები შემოიტყუა. ვიჯექით სიგრილეში და არჩილის ისტორიებს ვუსმენდით ფუტკრების წყნარსა და მონოტონურ ზუზუნში.





რაღაცნაირად, ძალიან ლამაზი ბავშვები იყვნენ ორივე და. უფროსის ფოტო ვეღარ ვიპოვნე. ამას წავაწყდი და დამენანა წასაშლელად. ანა ერქვა მგონი. მოდიოდნენ ყოველდღე და თუ რამე ფრანგულენოვანი დავალება ჰქონდათ დანარჩენებს, ფანქარს და ფურცელს გამოგართმევდნენ და ხატავდნენ ხოლმე ჩუმად, მოთმინებით, სანამ სხვებიც მოიცლიდნენ მათთვის.



გამახსენდა რატომაც ჩავაცივდი ასე:) კიტრს ჭამდა ძალიან საინტერესოდ. ორივე მხრიდან მოაკვნიტა თავი და რბილობს ჩიჩქნიდა თითით. "მაგარი რაცაა, ის არ მიყვარსო", ასე მითხრა.





ბებოებს ვერ გამოვტოვებდი ვერასდიდებით. ვერ კი არა, არ.
და არც წულუკიძეების უბანში სარეცხის თოკზე გაფენილ ტყლაპებს... და ასე რომ მივყვე...

ბათუმი
















ისე, ბოლო მზიანი დღეების ხათრით.

ისევ ანდრო



სერიოზული იყო. მიყვებოდა, რომ ცუდად იქცევა ეწევა, სვავს და ... ლალის არცხვენს ხანდახან – ეკლესიასთან ადის თურმე სამათხოვროდ. თან სიგარეტი მთხოვა. რა უნდა მექნა? მივეცი. ვიდექით იმ მოფამფალებულ აივანზე, ვეწეოდით და ვსაუბრობდით. მანამდე, სანამ გადაწყვეტდა ფრთები და ქუდები ეჩვენებინა ჩემთვის. ეჩვენებინა კი არა და, მოერგო, კამერის წინ, კამერისათვის.






ფრთები მეტისმეტი იყო. იმ წუთას ეგრე ვიფიქრე ზუსტად – ეს უკვე მეტისმეტია–მეთქი. თან წვალობდა, ვერ ირგებდა. მაინც მოიგდო ზურგზე. ყველა მხრიდან მაჩვენა. ასე უნდოდა – ყველა მხრიდან მენახა ფრთებით.





რაღაც მახსენდებოდა და ვერაფრით გავიხსენე. რაღაც თუ ვიღაც თუ განწყობა, უბრალოდ.