Monday, October 08, 2007
ისევ ანდრო
სერიოზული იყო. მიყვებოდა, რომ ცუდად იქცევა ეწევა, სვავს და ... ლალის არცხვენს ხანდახან – ეკლესიასთან ადის თურმე სამათხოვროდ. თან სიგარეტი მთხოვა. რა უნდა მექნა? მივეცი. ვიდექით იმ მოფამფალებულ აივანზე, ვეწეოდით და ვსაუბრობდით. მანამდე, სანამ გადაწყვეტდა ფრთები და ქუდები ეჩვენებინა ჩემთვის. ეჩვენებინა კი არა და, მოერგო, კამერის წინ, კამერისათვის.
ფრთები მეტისმეტი იყო. იმ წუთას ეგრე ვიფიქრე ზუსტად – ეს უკვე მეტისმეტია–მეთქი. თან წვალობდა, ვერ ირგებდა. მაინც მოიგდო ზურგზე. ყველა მხრიდან მაჩვენა. ასე უნდოდა – ყველა მხრიდან მენახა ფრთებით.
რაღაც მახსენდებოდა და ვერაფრით გავიხსენე. რაღაც თუ ვიღაც თუ განწყობა, უბრალოდ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment