
იმდენჯერ მაქვს ეს ყველაფერი გადათხრილ–გადახნულ–მოსწორებული... ბალახიც დამირგავს ზედ. ხანდახან მაინც წამოყოფს ხოლმე თავს, ოღონდ ვეღარ გამირჩევია, რა ნამდვილია და რა მოჭრილ–მიწებებული... რა მნიშვნელობა აქვს... გაყინული კადრები დარჩა მხოლოდ. შემიძლია ვიჯდე და ვაფერადო სხვადასხვაფრად – ბალახს წითლად შევღებავ, ცას მწვანედ, ხეებს იისფრად. ემოცია კი აღარა მაქვს.
No comments:
Post a Comment