Thursday, May 11, 2006
სიბნელე, შიში, ბალიშის სუნი
ბავშვობისდროინდელი შიშის გახსენებას ვცდილობდი. ფანჯრიდან მოლურჯო–მოშავო სიბნელე ყურადღებით მითვალთვალებდა – გიგანტური, უხმო სხეული. სისხლს მიყინავდა იმის შეგრძნება, რომ ყველგან იყო, სადაცა სურდა. ფანჯრისაკენ ზურგმიქცეული მთელი ძალით ვეხუტებოდი ხოლმე ჩემს ბალიშს – ნაცნობი სუნი მამშვიდებდა, მათამამებდა (ვისი სუნი ჰქონდა ჩემს ბალიშს? დედასი? ჩემი? არა, არ მახსოვს). სუნ–ებ–თან ერთად, მარტო არ ვიყავ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment