Wednesday, August 06, 2008
ცერემონია
ცერემონიას აფრიკის ინსტიტუტის გაპარსულ–გაკრეჭილ პარკში შევესწარი. ორიოდე საათით გადაიღო წვიმამ და ამოვაძრე აპარატი. მართლა დამაინტერესა – საზეიმოდ გამოწყობილი ადამიანები ჯგუფ–ჯგუფად შედიოდნენ ბუჩქებში და იკარგებოდნენ. როგორც მერე აღმოჩნდა, სურათებს იღებდნენ დავარცხნილ–გალამაზებული ბუჩქების ფონზე. ბავშვების გადაღებაში ისე გავერთე, მაქსიმს რომ არ ეპწკინა, სიძის ფრაკსა და ჭვინტიან ჩექმებს ვერც შევამჩნევდი ალბათ. ბავშვები კი მართლა ძალიან ლამაზები იყვნენ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
3 comments:
ეჰჰჰ, როკა–როკა, როგორ მომენატრე ბეჩა. არც კი გრცხვენია. :) )))
ხშირი სტუმარი ვარ შენი ბლოგის.
რატომ მიატოვე?
მრცხვენია, როგორ არ მრცხვენია:)) :2kiss
Post a Comment