Friday, May 09, 2008
#2367
ისეთი საყვარელი იყო და ისეთი სითბო თუ სინათლე იღვრებოდა იმისგან. ძველ, ლამაზ და ჭრაჭუნა სახლში ცხოვრობდა. მეზობელთან იყო, რომ მივაკითხეთ და დიდი ხანი მოუნდა პატარა აღმართის ამოვლას – სვენებ–სვენებით მოდიოდა, ცალი ხელით არჩილს ეყრდნობოდა, მეორეთი ჯოხს იშველიებდა.
უცნაურად გისმენდა – გვერდით გადსწევდახოლმე თავს, ჩიტივით.
სახლში ბნელოდა. სანამ სიბნელეს თვალს მივაჩვევდი, ფანჯრისაკენ გამექცა თვალი – მუცელგაფუყული, ძველებური ლამფები ჩაემწკრივებინა რაფაზე. თავად აივანზე ჩამოჯდა, აღარ შემოსულა სახლში. ბნელი ოთახიდან ვაკვირდებოდი როგორ იჯდა წვიმისაგან ახასხასებული სიმწვანის ფონზე და წვეთების წკაპაწკუპში მეკარგებოდა იმისი დაბალი, რბილი ხმა.