Friday, May 09, 2008

#9487

#4156

#5243

#8912

#6586

#5673

#6734

#6250

სწრაფად ჩამოწვა ნისლი. ჯერ შორს მოარბილა კონტურები, მერე კარტოფილის მთესველები ჩაყლაპა მინდვრებიანად, ბოლოს ჩვენს შორისაც შემოცოცდა – დაგვითითოვა და სანამ სიცივეატანილები მანქანისაკენ წავიდოდით,მთლიანად მოგვწყვიტა მიწასაც.



#9384



#1147

#5029

გზა კი მართლა საოცრება იყო. დახავსებული ღობეები, პატარ–პატარა წისქვილები და საცალფეხო ხიდები...







#2903





ყვებოდა და ყვებოდა თავის ამბებს... პერიოდულად ჩაფიქრდებოდა ხოლმე, როცა თარიღი უნდა გაეხსენებინა რამის. ეს კი იჯდა წყნარად და ეშმაკურად ეღიმებოდა – არ ვიცი ბებოს მონათხრობზე, არ ვიცი ჩვენზე.

#8256

#4756



ამ პატარა ნაპოლეონს ცეკვაში გადავაწყდით. მთელი ის დრო რაც იქ ვიყავი, ასე გაფხორილი და შუბლშეკრული მიყურებდა – ახლოს არ მიმიკარა. ერთადერთი, დედა რომ შემოვიდა ოთახში, მაშინ გამოიდარა.

ჩემი ჩიტები

#2367



ისეთი საყვარელი იყო და ისეთი სითბო თუ სინათლე იღვრებოდა იმისგან. ძველ, ლამაზ და ჭრაჭუნა სახლში ცხოვრობდა. მეზობელთან იყო, რომ მივაკითხეთ და დიდი ხანი მოუნდა პატარა აღმართის ამოვლას – სვენებ–სვენებით მოდიოდა, ცალი ხელით არჩილს ეყრდნობოდა, მეორეთი ჯოხს იშველიებდა.
უცნაურად გისმენდა – გვერდით გადსწევდახოლმე თავს, ჩიტივით.
სახლში ბნელოდა. სანამ სიბნელეს თვალს მივაჩვევდი, ფანჯრისაკენ გამექცა თვალი – მუცელგაფუყული, ძველებური ლამფები ჩაემწკრივებინა რაფაზე. თავად აივანზე ჩამოჯდა, აღარ შემოსულა სახლში. ბნელი ოთახიდან ვაკვირდებოდი როგორ იჯდა წვიმისაგან ახასხასებული სიმწვანის ფონზე და წვეთების წკაპაწკუპში მეკარგებოდა იმისი დაბალი, რბილი ხმა.