Monday, December 11, 2006

ინო




თვალი თუ წაგატანა, რომ უღებ, წამებში ისე ასწრებს სახის დაწყნარებას, უფრთო ანგელოზი გეგონება. ვერც ერთხელ ვერ მოვასწარი "წამესწრო" ფაქტზე – მაკიაველს რომ შეშურდებოდა, ისეთ გამომეტყველებას იღებს ხოლმე ხანდახან. აი, იმ მომენტის დაჭერა მინდა, მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრისას, დედამისის ზურგს რომ უყურებს ხოლმე და წინასწარ ტკბება მეგის მოსალოდნელი რეაქციით.

No comments: