მალე ალბათ დავიმარხები ქაღალდებში. წიგნები, საქაღალდეები, ფურცლები... სულ უფრო ცოტა ადგილი მრჩება ოთახში. დივანზეც კი ვეღარ ვიძინებ: იქაც ქაღალდები აწყვია და დღითიდღე ვკარგავ იმედს, რომ ოდესმე ამ ქაღალდების გროვის გადარჩევას შევძლებ.
როგორც მჩვევია, უმნიშვნელოთი ვიწყებ ხოლმე. აი, მაგალითად: ვაპირებ, წერილებსაც მივადგე. ვთქვათ ამოვალაგე წერილებიც, ჩანაწერებიც (მაინც ერთად ყრია). რა პრინციპით უნდა გადავარჩიო? გამომგზავნის? შინაარსის? განცდის? რის მიხედვით? უფრო რომ განცდის. შემოვილაგებ გარშემო და რომელ ფურცელსაც სისხლს შევამჩნევ, იმას გადავდებ.
Thursday, August 10, 2006
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment