Sunday, August 06, 2006

ტყის სიმთვრალე



რამ დამალევინა–მეთქი ამდენი ვფიქრობდი. სახეც კი ვერ აღმედგინა გონებაში. როგორც კი ცოტა მოვიკრებდი ღონეს თვალდახუჭული, მაშინვე ეშლებოდა სახის ნაკვთები და უსასრულოდ წაებმეოდა ხოლმე დილით ტყეში ნანახი ნემსიწვერებიც, გამოხუნებულ ხავსზე დაბჯენილი ოქროსფერი სხივებიცა და შემოდგომიდან ჩარჩენილი გამხმარი შრაშუნა ფოთლები.
ამოყელყელავდებოდა ხოლმე მრუმე ოქროსფერი ქაოსიდან და ქრებოდა ისევ. წითურ თმაში რენუარის რომელიღაც ნახატსა ჰგავდა. თუ ვამსგავსებდი?

No comments: