Thursday, May 11, 2006
grand-père
დარაბებმიხურულ ოთახში ვიჯექით (გარეთ ბავშვები თამაშობდნენ ფეხბურთს და მინის ჩამტვრევის ეშინოდათ) და პაპი ომის ამბებს გვიყვებოდა. ხელნაწერიც გვაჩვენა – ჩემი ცხოვრების ამბავს ვწერ შვილიშვილებისთვისო. მადამ N–თან შეხვედრის ამბავი წაგვიკითხა, რომელმაც პირველი დაუკანასკნელი ლექსი დააწერინა. კითხვისას ხანგრძლივ პაუზებს აკეთებდა და სათვალის ზემოდან უყურებდა ცოლს – შთაბეჭდილებებს ამოწმებდა ალბათ.
მერე გვიმღერა კიდეც – რომელიღაც ეკლესიის გუნდში ვმღერივარ კვირაობითო, გვითხრა.
წყნარად ვიჯექი. apéritive–ს გეახლებოდით და ბაბუაჩემზე ვფიქრობდი, "კაჩაღად" რომ იყო გავარდნილი ტყეში და კალათით აზიდინებდა ბებიაჩემს საჭმელს ძმაკაცებისათვის. სიმღერები იმანაც ბევრი იცოდა. ფანდურზე დაამღერებდა ხოლმე არსენას ამბავს. ერთი ეგაა, père ღმერთზე მღეროდა, ჩემი კი –კაჩაღებზე.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment