Thursday, May 11, 2006

ჩემი არა, და ეკას სიზმარი?



ის ორი დღე ბაქოში ჩვენი ბოლო ერთობლივი წასვლა იყო სადღაც. რაღაცნაირად ჩამძიმებული მქონდა გული. იმ ღამით, ძველ ქალაქში სიარულით დაღლილებმა (თან ყველა შიგნით გეპატიჟება, ჩაიზე – "ზახადიტე, პასიდიმ, პაგავარიმ..."), ძლივს მოვახერხეთ დაძინება – იცინოდა, თვალს რომ ვხუჭავ, ჭრელი ხალიჩები და სპილენძის თუნგები მელანდებაო სულ.
აივანზე ვიჯექი და ვეწეოდი. სათვალე არ მეკეთა და ქვემოთ, უამრავი პატარა ნათურით განათებულ პორტის ნაწილს ერთ გადღაბნილ ლაქად ვხედავდი. მოწყენილი ვიყავი და სხვა არაფერი. იდიოტური გამომშვიდობება გამოგვივიდა გათხოვების წინ. უბრალოდ მოწყენილი ვიყავი და სხვა არაფერი და ეს მაწუხებდა. მაშინ წარმოდგენაც არ შემეძლო ასე თუ ჩააქრობდა და გააუფერულებდა ის კაცი, ამდენის შემძლე თუ იქნებოდა.

1 comment:

Unknown said...

Seni blogi mipovia roka:)) miyvars Seni suraTebi