Sunday, May 14, 2006
Ange
საოცარი შეგრძნება იყო. იანის "უტოპიამ" თუ იმოქმედა:)
კედელში გამოჭრილ პატარა სარკმელში გამოდგმული ანგელოზი. კიბეზე ჩამოვდიოდი და უცებ, ჭრილს რომ გავუსწორდი, ანგელოზის ფრთებს მიღმა დავინახე იმათი სახეები – მაგიდის გარშემო თავმოყრილებს საუბრისას ახლოს მიჰქონდათ ერთმანეთთან ღვინისაგან შეჟუჟუნებულები სახეები. მე კი ვიდექი, უჩინარი (ქვის კედელის მიღმა) და ანგელოზის ზურგს ამოფარებული ვუთვალთვალებდი მზით გამოვსებულ სასადილოს, ნაცნობსა და საყვარელ სახეებს...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment