Friday, June 15, 2007

სიზმარი #



კი, ის წიგნი იყო. ყოველ შემთხვევაში, ერთ–ერთი იმ წიგნებიდან. თვალდათვალ ვუყურებდი, როგორ იშლებოდა ნაწერი თამბაქოსფერი ფურცლებიდან. ბეჭდური ასოები იდღაბნებოდა, ფორმას იცვლიდა და დაბლა ჩამოღვენთილი, რატომღაც შავად მოლაპლაპე მდინარეს ქმნიდა. სიზმარში ვფიქრობდი, ტყვიის მდინარეში ვდგავარ–მეთქი. არსად წასვლას არ ვაპირებდი. არც მეშინოდა. ფორმაცვლილ ტექსტში ვიდექი და ველოდებოდი.